შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში.
საგაკვეთილო გეგმა
პედაგოგის სახელი,გვარი | მზია ეგიაშვილი | |||
გაკვეთილის თემა | ფარნავაზი (ლეონტი ვმროველის”მეფეთა ცხოვრებიდან”) | |||
სწავლების საფეხური; კლასი | 1-ლი საფეხური; მე-6კლასი | |||
მოსწავლეთა რაოდენობა | 27 | |||
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები | მოსწავლეები შეაჯერებენ რა ისწავლეს ქართული დამწერლობის შესახებ. შეადარებენ ქართულ დამწერლობას სხვა ქვეყნის დამწერლობებს. საბოლოოდ ჩამაყალიბებენ ფარნავაზის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე. გამოიმუშავებენ ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევებს. პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები,შეიმუშავებენ როგორ გამოიყენონ ინტერნატში მოძიებული მასალა. | |||
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები | ქართული VI.2. მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ხმარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარს.
ქართული VI.5. მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიას, მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
| |||
თანმიმდევრობა | აქტივობა 1, კლასში მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებად, შეიქმნება ოთხი ჯგუფი, თითო ჯგუფში იქნება 6-7 მოსწავლე, ჯგუფებს ურიგდებათ ფორმატები და მარკერები.5წთ. აქტივობა 2. სამ ჯგუფს ეძლევა დავალება ფანტაზიით იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო დამწერლობა.5წთ. აქტივობა 3. დავალების შესრულების შემდეგ პრეზენტატორები აღწერენ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, რომელიც მოგზაურობის დროს ნახეს, წარმოადგენენ ჯგუფში შესრულოებულ ნახატებს ამ თემასთან დაკავშირებით.10წთ. აქტივობა 4. მე-4 ჯგუფი, რომელსაც ჰქვია ექსპერტთა ჯგუფი, შეაფასებენ ჯგუფების მუშაობას წინასწარ გამზადებული რუბრიკით.5წთ. აქტივობა 5. მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას ”საქართველოში დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ” .5წთ. აქტივობა 6. კლასს ეძლევა დავალება: ”ვინ შექმნა დამწერლობა საქართველოში და რა იცით მის შესახებ”.2წთ. აქტივობა 7. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.5წთ. აქტივობა 8. ექსპერტები აფასებენ.5წთ. აქტივობა 9. საშინაო დავალება: ”საქართველოს ნათელი და ბნელი” (თავისუფალი თემა)3წთ. | |||
შეფასების რუბრიკა | გაკვეთილის დაწყების წინ წინასწარ მზადდება ცხრილი თითოეული რუიბრიკის მაქსიმალური შეფასებაა 2 ქულა | |||
შედეგი | ჯგუფი I | ჯგუფი II | ჯგუფი III | |
შესავალი | ||||
თემის გასაგებად წარმოდგენა | ||||
საუბარი | ||||
თვალსაჩინოების გამოყენება | ||||
დასკვნის გაკეთება | ||||
საბოლოო ქულა | ||||
საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა | რვეულები, პასტები, მარკერები, ფორმატები, ციფრული ფოტო აპარატი. მშობლიური ლიტერატურა მე-6 კლასისი სახელმძღვანელო ავტორ-შემადგენლები: ვახტანგ როდონაია, ენგურ ქურციკიძე დედა ისტორია ტომი 1. ავტ. ლევან სანიკიძე | |||
No comments:
Post a Comment