Saturday, December 18, 2010

გაკვეთილის გეგმა

შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში.


საგაკვეთილო გეგმა


პედაგოგის სახელი,გვარი                 
მზია ეგიაშვილი              

გაკვეთილის თემა
ფარნავაზი (ლეონტი  ვმროველის”მეფეთა ცხოვრებიდან”)
სწავლების საფეხური; კლასი                        
1-ლი საფეხური; მე-6კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა                                
27

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები   

მოსწავლეები შეაჯერებენ რა ისწავლეს ქართული დამწერლობის შესახებ. შეადარებენ ქართულ დამწერლობას სხვა ქვეყნის დამწერლობებს. საბოლოოდ ჩამაყალიბებენ ფარნავაზის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე. გამოიმუშავებენ ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევებს. პრეზენტაციის დროს ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები,შეიმუშავებენ როგორ გამოიყენონ ინტერნატში მოძიებული მასალა.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები                                    
ქართული VI.2. მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ხმარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარს.
  • მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის
  • აფასებს პერსონაჟის ქმედებას კომფლიქტურ ხასიათის ეპიზოდებში
ქართული VI.5. მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიას, მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
  • ჯგუფთან ერთად სეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტევბით იცავს საერთო პოზიციას.
  • შემოიფარგლება კონკტერული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.
თანმიმდევრობა
აქტივობა 1, კლასში მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებად, შეიქმნება ოთხი ჯგუფი, თითო ჯგუფში იქნება 6-7 მოსწავლე, ჯგუფებს ურიგდებათ ფორმატები და მარკერები.5წთ.
აქტივობა 2. სამ ჯგუფს ეძლევა დავალება ფანტაზიით იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო დამწერლობა.5წთ.
აქტივობა 3. დავალების შესრულების შემდეგ პრეზენტატორები აღწერენ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, რომელიც მოგზაურობის დროს ნახეს, წარმოადგენენ ჯგუფში შესრულოებულ ნახატებს ამ თემასთან დაკავშირებით.10წთ.
აქტივობა 4. მე-4 ჯგუფი, რომელსაც ჰქვია ექსპერტთა ჯგუფი, შეაფასებენ ჯგუფების მუშაობას წინასწარ გამზადებული რუბრიკით.5წთ.
აქტივობა 5. მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას  ”საქართველოში დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ” .5წთ.
აქტივობა 6. კლასს ეძლევა დავალება: ”ვინ შექმნა დამწერლობა საქართველოში და რა იცით მის შესახებ”.2წთ.
აქტივობა 7. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.5წთ.
აქტივობა 8. ექსპერტები აფასებენ.5წთ.
აქტივობა 9. საშინაო დავალება: ”საქართველოს ნათელი და ბნელი” (თავისუფალი თემა)3წთ.
შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის დაწყების წინ წინასწარ მზადდება ცხრილი თითოეული რუიბრიკის მაქსიმალური შეფასებაა 2 ქულა

შედეგი

ჯგუფი I

ჯგუფი II

ჯგუფი III

შესავალი







თემის გასაგებად წარმოდგენა






საუბარი






თვალსაჩინოების გამოყენება






დასკვნის გაკეთება




საბოლოო ქულა



საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა
რვეულები, პასტები, მარკერები, ფორმატები, ციფრული ფოტო აპარატი.
მშობლიური ლიტერატურა მე-6 კლასისი სახელმძღვანელო
ავტორ-შემადგენლები: ვახტანგ როდონაია, ენგურ ქურციკიძე
დედა ისტორია ტომი 1. ავტ. ლევან სანიკიძე